"Airedale" ზრდის ჩილერების ასორტიმენტს
ბრიტანული კომპანია “Airedale” ზრდის თბური ტუმბოებისა და მარტო გაგრილების ფუნქციის ჩილერების ასორტიმენტს, რომლებიც არიან როგორც სპირალური ასევე ხრახნული ინვენტორული კომპრესორებით აღჭურვილი და მუშაობენ R-32, R-1234ze და R-513A მაცივარაგენტებზე.
ორი ახალი მოდელი იქნა შექმნილი: iChill, Airedale-ის პირველი ინვენტორული ხრახნული ჩილერი და SpiraChill - სპირალური ჩილერი.
Airedale აცხადებს რომ ეს ახალი მოდელები არის სხვა OEM (ორიგინალური მოწყობილობების მწარმოებელი) ტიპის კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმების შედეგი. Airedale არ ასახელებს OEM კომპანიას, თუმცა პროდუქტი ძალიან ჰგავს იტალიელი მწარმოებლის Clivet-ის ჩილერებს.
კომპანიის მიერ შემოთავაზებული სპირალური ჩილერები უზრუნვეყოფს როგორც გაგრილებას, ისე გათბობას და სიმძლავრე მერყეობს 215-დან 1260 კილოვატამდე სითბოს ნაწილობრივი და სრული რეკუპერაციით ყველა მოდელზე. გამოყენებულია რა სპირალური კომპრესორების უახლესი ტექნოლოგიები SpiraChill ჩილერები მუშაობენ R-32 მაცივარაგენტზე.
გათვალისწინებული როგორც კომფორტისათვის, ისე ტექნოლოგიური პროცესებისთვის SpiraChill აღჭურვილია თანმიმდევრობის მართვით, რაც იძლევა წამყვან მოწყობილობაზე ექვსამდე დამატებითი მოწყობილობის მიერთების საშუალებას. როგორც მწარმოებელი აცხადებს, რვა საფეხურიანია სპირალური კომპრესორით აღჭურვილი SpiraChill ავლენს საუკეთესო ეფექტურობას ნაწილობრივი დატვირთვის დროს და შეუძლია დაყენებული სიდიდეების ზუსტი კონტროლი. სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (SEER) კი 4.9 არის გაგრილების რეჟიმში და 4.8 - გათბობის რეჟიმში.
Airedale-ის პირველი ინვენტორული ხრახნული ჩილერი, iChill გათვლილია დატვირთვის ეფექტური და ზუსტი შეთანხმებისათვის. ის მუშაობს R-1234ze და R-513A მაცივარაგენტებზე, რომლებსაც გააჩნია დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP). სიმძლავრე კი 204 დან 1423 კილოვატამდეა.
როგორც მაღალ დატვირთვაზე მომუშავე და ამავდროულად კარგი სეზონური ეფექტურობით გამორჩეული iChill არის უფრო კომფორტული და ამავდროულად ხელმისაწვდომი როგორც მხოლოდ გაგრილებაზე მომუშავე ჩილერები, ასევე თბური ტუმბოები ან მრავალფუნქციური, რომელიც გაგრილებასა და გათბობას ორივეს გვთავაზობს.
SpiraChill-ის მსგავსად iChill-იც აღჭურვილია თანმიმდევრობის მართვით, რაც იძლევა წამყვან მოწყობილობაზე ექვსამდე დამატებითი მოწყობილობის მიერთების საშუალებას.. სეზონური ეფექტურობის კოეფიციენტი არის 5.42 R-1234ze მაცივარაგენტზე და 5.39 R-513A მაცივარაგენტზე.
წყარო: https://www.coolingpost.com/products/airedale-extends-chiller-range/